საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საინფორმაციო შეხვედრები ამბროლაურში, ონში, ცაგერსა და ლენტეხში

3-6 ოქტომბერს, პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ (ENPARD 4) ფარგლებში, ამბროლაურში, ონში, ცაგერსა და ლენტეხში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებისათვის.


პროექტის გუნდმა შეხვედრების მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების, ევროკავშირში შემუშავებული LEADER/CLLD მიდგომისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG), ასევე, ადგილობრივი თემის განვითარებისთვის მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობის შესახებ.


ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ირწმუნოს და მიიღოს მონაწილეობა თემის განვითარებაზე ორიენტირებულ ადგილობრივ ინიციატივებში, მათშორის, LAG-ის დაფუძნებასა და საქმიანობაში.


პროექტი „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ დაფინანსებულია EU-ს მიერ, პროგრამის ENPARD IV ფარგლებში.