საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საინფორმაციო შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობასთან

პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში, ივნისი-სექტემბრის პერიოდში, პროექტის გუნდმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობასთან, რომელთა უშუალო ჩართულობით 2023 წლის ბოლომდე ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაფუძნდება ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG).

შეხვედრები მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ევროკავშირში შემუშავებული LEADER/CLLD მიდგომისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) შესახებ, ასევე, მათ დარწმუნებას ადგილობრივი თემის განვითარებისთვის მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობაში; ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ირწმუნოს და მიიღოს მონაწილეობა თემის განვითარებაზე ორიენტირებულ ადგილობრივ ინიციტივებში, მათ ,შორის LAG-ის დაფუძნებასა და საქმიანობაში.

ამ დროისთვის ჩატარებულია 96 შეხვედრა ოთხივე მუნიციპალიტეტში, 1523 ადგილობრივ მკვიდრთან.

პროექტი „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ დაფინანსებულია EU-ს მიერ, პროგრამის ENPARD IV ფარგლებში.